მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თორნიკე რიჟვაძე: ნაცმოძრაობა გამარგინალებულია, ვერცერთი ცალკე აღებული პიროვნება ვერ მიაღწევს საწადელს

რიჟვაძე თორნიკე , აჭარა

„ნაცმოძრაობა რეგიონში აბსოლუტური მარგინალიზაციის ბოლო ეტაპზეა“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მათ ნებისმიერი მოქალაქის მიმართ პასუხისმგებლობა აკისრიათ, მიუხედავად ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებისა.

„ნაცმოძრაობა გამარგინალებულია.

ჩვენ მზად ვართ საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის, მაგრამ შუამავლებად ის ფარისევლები, რომლებიც სხვადასხვა პერფორმანსით არიან დაკავებულები ვერ გამოდგებიან.

ჩვენთვის მიუღებელია ის კონკრეტული მცდელობები, რომ რაღაცნაირად სიტუაცია აირიოს. ეს ყველაფერი ემსახურებოდა რეგიონში იმ განუკითხაობის დაბრუნებას, რომელიც წლების განმავლობაში იყო პრაქტიკა.

ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, ვერცერთი ცალკე აღებული პიროვნება ვერ მიაღწევს საწადელს.

👉 ინფორმაციისთვის, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პროტესტი მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს

👉 ბათუმში მთავრობის სახლთან აქციაზე ორი პირი დააკავეს