მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წადი“ - სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობით მიემართებიან

აქცია-მსვლელობის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირზე მსვლელობა დაიწყო. 

ადგილზე შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერები. ისინი „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობით მიემართებიან.

„წადი“, - ამ შეძახილებით სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.

„ყველამ კარგად ვიცით, როგორ არაფორმალურად მართავს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი მოთხოვნებია დროულად გათავისუფლდნენ ნიკა მელია და გიორგი რურუა. ასევე მოვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა“, - აცხადებს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

5 მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

იხილეთ აგრეთვე:

✔️ ოპოზიციის მიერ დაანონსებული პიკეტირება - „კანონის ფარგლებში ვაპირებთ მოქმედებას“

✔️ „ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა“ - სალომე ზურაბიშვილი