მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცდილობენ, ისრები ოპოზიციაზე გადაიტანონ - უდუმაშვილი ბრალდებებს პასუხობს 

ნაცმოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი

„ცდილობენ ისრები ოპოზიციაზე გადაიტანონ, სულ ტყუილად“, - ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა აქციებს უკავშირდება. 

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემას პანდემიის სამართავად არასწორი მენეჯმენტი აქვს, შესაბამისად ახალი შემთხვევები ოპოზიციის აქციებს არ უნდა დაბრალდეს.

„ჯერ ერთი, ეს აქციები იმართებოდა ღია სივრცეში.მეორე, მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული და არ იციან როგორ მართონ ეს პანდემია და იმიტომ მივიღეთ ჩვენ ეს მძიმე შედეგები“,- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🛑 ცქიტიშვილი: COVID 19-ის გავრცელების დინამიკა აქციებს უკავშირდება

🛑 „როცა ვნახეთ რა შედეგი მოჰყვებოდა აქციებს, დროულად მოვახერხეთ საწოლფონდის მობილიზება“ - ეკატერინე ტიკარაძე

🛑 გამყრელიძე: პიკში შევედით - არ ვიცით, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება