პოლიტიკა

წერეთელი: საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები გვაჩვენებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარება არ მოხდება

ევროპული საქართველოს წევრი
19:42 08.08
დაკოპირებულია

„რუსეთი არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო საზღვრების გავლებას, თან ცდილობს ამ ქმედებების გამართლებას და ლეგიტიმაციას. ეს არასდროს მოხდება. აგვისტოს ომის მე-12 წლისთავზე საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები გვაჩვენებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარება არ მოხდება“ - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი აცხადებს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეის ლიდერებმა 2020 წლის 7 აგვისტოს განცხადებით, კიდევ ერთხელ დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება და ადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციის დასრულება აუცილებელია და გვსურს, მშვიდობიანად აღდგეს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ომისა და საოკუპაციო ხაზის მიერ გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებისა და ნდობის მნიშვნელობას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით ავრცელებენ კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (აშშ), კოსტელ დუნავა (რუმინეთი) და ლაურინას კასჩიუნასი (ლიეტუვა).

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წელი

ლარი კიდევ 2.54 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3....
19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვები...
00:05
ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნო...
23:50 18.09
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს...
23:19 18.09
ისანში დევნილებმა გზა გადაკეტეს. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მაცხოვრებლები საცხოვრებელი ფართების დაკან...
23:03 18.09
პოლიცია, შსს, ლენტი მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში
დღეს, 18 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურის წარმომა...
„მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნ...
დღეს, 18 სექტემბერს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატ...
21:01 18.09
ბათუმში შსს-ს თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის...
შსს-მ თიანეთში თვითმკვლელობის ცდამდე მიყ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამ...