მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკო-ს თავმჯდომარე: პანდემიის დროს არჩევნების ჩატარების წესი კანონით დარეგულირდება

აღცევნების პანდემიის დროს ჩატარების წესი განისაზღვრება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები გარდამავალი დებულებით იგეგმება და კანონით დარეგულირდება.

„გარდამავალი დებულებით იგეგმება, რომ შევიდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაარეგულირებს პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესებს. მაგალითად პირბადის გამოყენების ვალდებულებას, როგორც არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის, ისე კომისიის წევრებისთვის და ისე ამომრჩეველისთვის. სხვადასხვა სანიტარული ნორმების დაცვა, სოციალური დისტანცირება და ა.შ,"- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი და კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს.

სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამინისტროების, საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ამოცანის უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. შეხვედრას დაესწრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებსა და ეპიდ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილე. იმსჯელეს კარანტინის ზონებში, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების ზომების დაცვისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოვალეობების შესახებ.

არჩევნების გამართვის შესახებ საბოლოოო პირობები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.