პოლიტიკა

ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო
კომისია
1603825708
დაკოპირებულია

„ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

კერძოდ, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას.

გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. დადგენილების შემუშავების პროცესი გამჭვირვალედ, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მიმდინარეობდა და მისაღებ გადაწყვეტილებაზე მხოლოდ 3-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შენიშვნები, რომელთა დიდი ნაწილი აისახა საბოლოო გადაწყვეტილებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ გადასატანი საარჩევნო ყუთით, იმ შემთხვევაში თუ ისინი იქნებოდნენ შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ სიებში და იმავდროულად კენჭისყრის დღისთვის იქნებოდნენ თვითიზოლაციაში.

„აღსანიშნავია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, ხოლო მოქალაქეთა აქტიური მომართვიანობის გამო, სატელეფონო- საინფორმაციო ცენტრი ზარებს იღებდა 18:00 საათამდე. გამოყენებულ იქნა ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომლითაც ცესკომ უზრუნველყო ამომრჩევლების მაქსიმალური ინფორმირება, მაგრამ მიუხედავად ამ დაუღალავი შრომისა და საქმიანობისა, არ წყდება ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და ამას აქვს კამპანიური ხელშეშლის სახე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24 საათიან რეჟიმში ჩართული ვართ არჩევნების ორგანიზებაში, ადმინისტრირებაში და გვიწევს უამრავი ლოგისტიკური თუ სხვა პროცესის კოორდინირება, მათ შორის პანდემიით გამოწვეულის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა ჩართულ მხარეს ვინც მიუკერძოებლობის პრინციპის, პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას, და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკომ შესთავაზა სამუშაო რეჟიმში შეხვედრა, თუმცა მათ შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 26
იანვარი 2021 წ.

ნაკადულზე წაქცეული ხე, მოხეტიალე ქვიშის...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 26 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, მისი ნიკა მელიას მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

იაგო ხვიჩიამ არ თქვა, თუ რაზე ისაუბრა ნიკა მელიასთან, თუმცა ახსნა მიზეზები თუ რის გამოც აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

1611689815

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტზე ისაუბრა, სადაც აჭარის უმაღლეს საბჭოში შესული ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დააყრა გააპროტესტა, რასაც ენმ-ს რამდენიმე წევრის პროტესტი მოჰყვა.

1611687445

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე პლენარული სესია არის ძალიან კარგი გამოვლინება და მაგალითი იმისა, რომ საქართველომ ძალიან სერიოზულად, მნიშვნელოვნად გაიმყარა თავისი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის, ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის“,- ასე აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი. თამარ ტალიაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611686225

თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში იმყოფება, სადაც დელეგაციასთან ერთად, ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611684025
განცხადება

„პრიორიტეტულია ოცნების და ენმ-ს შერიგება, ვიდ...

„გირჩის" ლიდერი ვახო მეგრელიშვილი პოლიტპატიმრების თემას გამოეხმაურა.

ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუ...

ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს,  საქართველოს დელეგაციამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

1611672882
საფრანგეთში მოსახლეობას ხელთნაკეთი პირბა...

საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მოსახლეობას ეკრძალება ხელნაკეთი პირბადის ტარება, ნათქვამია, რომ ისინი COVID-19 ახალი შტამისგან საკმარის დაცვას არ უზრუნველყოფენ . ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბრეიკ-დანსის სექცია...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბრეიკ-დანსის სექცია გაიხსნება, სადაც 7 წელზე უფროსი ბავშვების მიღება იწყება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.