პოლიტიკა

წილოსანი: თბილისში ურბანული ტყის მოწყობის პროექტი,ეკოსისტემის აღდგენის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა

პარლამენტის გენდერული
საბჭოს წევრი
1588943768
დაკოპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის შეფასებით, თბილისში ურბანული ტყის მოწყობის შესახებ წარმოდგენილი პროექტი, ქალაქის ეკოსისტემის აღდგენის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა

 "ფონდი „ქართუსა“ და თბილისის მერიის მიერ დღეს წარმოდგენილი პროექტი - თბილისში ურბანული ტყის მოწყობის შესახებ, ქალაქის ეკოსისტემის აღდგენაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა. პროექტი 700 ჰა ტერიტორიის, დაწყებული მთაწმინდის ფერდობიდან დასრულებული კუს ტბის ფერდობის ჩათვლით, ბიომრავალფეროვნების ყველა პრინციპის დაცვით გამწვანებას გულისხმობს. დარგის სპეციალისტების, ეკოლოგების, ბიოლოგების, ურბანისტების და სხვათა ჩართულობით ტერიტორიის საფუძვლიანად შესწავლა, ასევე გამხმარი და გაფუჭებული ხეების აღრიცხვა და დამატებით ახალი ენდემური ჯიშის ხეების და ნარგავების დათესვა მოხდება. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა სასიარულო ბილიკები და დასასვენებელი სივრცეები, რაც ფაქტიურად ოთხსეზონიან, ლამაზ ეკო სისტემას შექმნის. პროექტის იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მას განახორციელებს ფონდი „ქართუ“ დაახლოებით 16 მილიონი ლარის დაფინანსებით. ქალაქის ეკო სისტემის აღდგენის ეს გრძელვადიანი ინვესტიცია, ფასდაუდებელია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 25
იანვარი 2021 წ.

მოცეკვავე ქალები, ადამიანები ფრინველის ნ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 25 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ერთადერთი, რაც ამ ხელისუფლებას ესმის, არის ძალა და ეს ძალა არის ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში. თუ დაინახავენ ამ ძალას, დაიხევენ უკან და მოხსნიან ამ იდიოტურ რეგულაციებს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

1611600136

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ მონიტორინგის ანგარიშში გამოთქმულ სინანულს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგებმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ძლიერი შესაძლებლობა“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგში განაცხადა.

1611598476

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

1611596857

„ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიმართ, ასევე გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა. მისი ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ ხუთივე მკვლელობაში ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა საქმესთან და შაქარაშვილის მკვლელობა მათ მიერ არის ჩადენილი“, - ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში გურამ ამირხანაშვილის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

1611595218
ირაკლი კობახიძე და
ქართული ოცნების წევრები

„მოხარული ვარ, რომ მეორე ვადით, დამტკიცებული...

„მოხარული ვარ, რომ მეორე ვადით, დამტკიცებული ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე“,- ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პუტინი: იმ ფილმში ნახსენები ქონება არც მ...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით. პუტინის თქმით, ფილმში ნაჩვენები ქონება მას არ ეკუთვნის. რუსეთის პრეზიდენტმა ეს სტუდენტებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ამის შესახებ  www.rbc.ru იუწყება. 

ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გ...

ბათუმში ოპოზიციონერი დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო დაკავებულ ირაკლი ფანგანს ბრალი პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარედგინა. 

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად გვაქვს კარგი...

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარისა და  ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა, - ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.