მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წინასაარჩევნოდ, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი გამოვლინდა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ანგარიშის თანახმად, საქართველოში, 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ 4, „ლელო საქართველოსთვის” მიერ 1, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ - 2, ხოლო თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ 1 შემთხევა.

ამასთანავე, ISFED-ის მიხედვით, დაფიქსირდა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების -5, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 5, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 2, სოციალური დახმარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1, ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 1 და პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლების შექმნის 1 ფაქტი.

„მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში, ტენდენციის სახით გამოკვეთილი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში, მსგავსი 8 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, ცაგერში, ამბროლაურსა და ონში ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელით, რომელიც ოფიციალურად დასახელდა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებად შესაბამის ოლქში", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, ახალი მოდელით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.