მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გეგმავს თუ არა სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას - ყოფილი პრეზიდენტის განმარტება

პოლიტიკოსი უკრაინაში

„არ ვაპირებ რამე „ნაკოლების“ მიცემას ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის“, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას.

ექს პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური გეგმების შესაზებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს ვერ გაუზიარებს.

„ერთი რამე ვიცი, რომ უკვე აქტიურად ვარ პროცესებში ჩართული და ეს ჩართვა მთლიანად გააქტიურდება. ეს ნამდვილად ასე იქნება, დანარჩენი უკვე ტექნიკური დეტალია. ნამდვილად არ ვაპირებ რამე „ნაკოლების“ მიცემას ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის. ნება მომეცით, რომ ჩემი გეგმები არ გავუზიარო მას. ყველაფერს ღიად ვამბობ, როცა საჭირო იქნება ყველა ყველაფერს გაიგებს. დასამალი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.