მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცქიტიშვილი: COVID 19-ის გავრცელების დინამიკა აქციებს უკავშირდება 

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ასეთი დინამიკა ქუჩაში გამართულ აქციებს უკავშირდება. 

„უნდა გვესმოდეს, რა გახდა ამ შემთხვევების მატების მიზეზი - ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში, ისევე როგორც საარჩევნო პროცესის შემდეგ. არ ვგულისხმობ არჩევნების დღეს. ვგულისხმობ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, აქციებს, სადაც ამომრჩევლებს იმასაც კი არ მოუწოდებდნენ, რომ პირბადე გაეკეთებინათ.

რა თქმა უნდა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავთ, რომ არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც ხდება, რომ წესები არ დაიცვან, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს რიცხვებში. სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეისთვის გვაქვს

პოლიტიკური პროცესი თითოეული ჩვენგანის უფლებაა, შესაბამისად ჩვენ ვერანაირად ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ პროცესებს. შეზღუდვების დაწესება ვერ მოხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ასეთი ტიპის აქციები გვქონდა ქუჩაში“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ პოლიტიკურ აქტივობებს არ შეეხო. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, არჩევნების შემდეგ კი, აქციები მიმდინარეობდა. აქციის დასაშლელად წყლის ჭავლიც გამოიყენეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔶 3 128 ინფიცირება, 3 045 პირი გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔶 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა

🔶 თბილისი 1 504, აჭარა 576 - ეპიდვითარება საქართველოში