მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცქიტიშვილი: დაწესებული შეზღუდვები, ეს არის ბალანსი ეკონომიკასა და პანდემიას შორის 

ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დგას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები ისე დაწესდა, რომ ეკონომიკასა და პანდემიას შორის ბალანსი დაცული ყოფილიყო.

„როდესაც კომუნიკაციაზე და პანდემიის მართვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი არის სიმართლის თქმა. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვერ მივიღებდით ვერანაირ შეზღუდვას სექტემბერსა და ოქტომბერში, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ამ დროს იმყოფებოდა აქტიურ პოლიტიკურ პროცესში. ასევე სიმართლე არის ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არ მოქმედებს სისტემური „ლოქდაუნი“, რადგან საქართველოში შეზღუდვები დაწესებულია 8 ქალაქში - არ გულისხმობს ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლის აკრძალვას და დღეში მხოლოდ ერთხელ გადაადგილებას აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.

„მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ შინაარსზე და ვნახოთ მათ შორის ევროპული ქვეყნების „ლოქდაუნი“, სადაც ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა დაშვებულია მხოლოდ დღეში ერთხელ გარკვეული პერიოდით იმისთვის, რომ მივიდნენ სურსათის მაღაზიაში, აფთიაქში, გაასეირნონ ცხოველი, ან ივარჯიშონ. ეს არის „ლოქდაუნი“, როდესაც აკრძალვა მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დახურულია ყველა ბიზნესი, გაჩერებულია ყველა აქტივობა. რა მოქმედებს დღეს საქართველოში?- ეს არის გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათის შემდეგ, მართალია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ეს არ არის სისტემური „ლოქდაუნი“, ვინაიდან დილის 05:00-დან 21:00 საათამდე ჩვენი გადაადგილება არ არის შეზღუდული არც ქვეითად , არც ტრანსპორტით. ასევე, შეზღუდვები მოქმედებს 8 ქალაქში და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑 შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდება

🛑 პაატა იმნაძე: აკრძალვების გარეშე კოშმარული ზამთარი გველოდა

🛑 ამირან გამყრელიძე: თუ წესებს დავიცავთ, 2 თვის შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 1500-1700 იქნება