მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცქიტიშვილი: დიალოგი მიმდინარეობს ქვეყნებთან, რომლებმაც საზღვრის გახსნის განსხვავებული რეჟიმი დააწესეს

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჟურნალისტებთან

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარეობის დიალოგი და ზუსტდება დეტალები იმ ქვეყნებთან, რომლებმაც საზღვრის გახსნის განსხვავებული რეჟიმები დააწესეს.

„თითოეულ ქვეყანას აქვს დადგენილი საზღვრის გახნის თავისი რეჟიმი. მაგალითად, ავსტრიამ აირჩია, რომ არ გაეხსნა საზღვრები ევროკავშირის ქვეყნების გარდა სხვებისთვის, იტალიამ კი გადაწყვიტა, რომ გაეხსნა, მაგრამ 14 დღიანი კარანტინით. ასევე, შვედეთან დაკავშირებით გავიგეთ გუშინ, რომ მზად არიან გახნან საზღვარი ტესტის გავლის პირობით. არის ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობენ ყოველგვარი ტესტირების და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას და სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ აქტიურად,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.