მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცქიტიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ახალი ინიციატივა პანდემიასთან საბრძოლველად პრევენციის მექანიზმი იქნება

რეგიონული განვითარების და ინფრაქტრუქტურის მინისტრის განმარტება

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელსაც კოვიდ-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს 112-ზე უნდა დარეკოს.

"ახალი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც აქვს ახალი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მან უნდა დარეკოს 112-ზე და მისი ზარი გადამისამართდება შესაბამის რეგიონში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ სერვისზე მორგებულ კლინიკაზე, საიდანაც პროფესიონალ ექიმებთან გაივლიან კონსულტაციას და თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ, ამის შემდეგ შესაბამისი ჩივილების მქონე ადამიანი მიმართავს ე. წ. ცხელების ცენტრს, რომელიც სპეციალურად ამ ვირუსის მკურნალობაზეა სპეციალიზებული", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, რაც ვირუსით დაავადების, შესაძლო შემთხვევების სწრაფად იდენტიფიცირების საშულებას იძლევა.

"როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, რაც დაგვეხმარება ვირუსით დაავადების შესაძლო შემთხვევების სწრაფად იდენტიფიცირებაში. ასეთი გადამისამართების ე.წ. ტრიაჟის სისტემა, როგორც მას ექიმები ეძახიან, საშუალებას მოგვცემს საავადმყოფოებზე ზეწოლა შემცირდეს, რადგან ცნობილია, რომ ვირუსის მატარებელთა 80% შემთხვევაში დაავადება შესაძლოა მსუბუქად მიმდინარეობდეს, ასევე შესაძლა ოჯახის ექიმის მეთვალყუეობის ქვეშ სახლში გაგრძელდეს იმ ადამიანების მკურნალობა, ვისი ჯანმრთელობაც ამის საშუალებას იძლევა. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური პრევენციის მექანიზმი პანდემიასთან გამკლავების ნაწილში", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს მთელი რიგი ღონისძიებები და ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან.

"ასევე ოჯახისა და სოფლის ექიმებთან იმისთვის, რომ თითოეულ რეგიონში მოქალაქეებმა ოპერატიული და კომპეტენტური მომსახურება მიიღონ", - აღნიშნა ცქიტიშილმა.