მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცქიტიშვილის განცხადებით, სასურსათო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს

ინფრასტრუქტურის მინისტრი 2020

"ბოლო  თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ სასურსათო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემები არ გვაქვს და თუ ჩვენი მაღაზიების თაროები პანიკური შესყიდვების შედეგად შეიძლება დროებით დაცარიელდეს, ის ისევ ივსება პროდუქტებით. არავითარი დეფიციტი და პრობლემა მომარაგებასთან დაკავშირებით  არ გავქვს", -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ  მარაგების შესაქმნელად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 9 ძირითადი პროდუქტის ფასების საგარანტიო მექანიზმის შეთავაზების თაობაზე ბიზნესისთვის, რომელიც უზრუნველყოფდა ამ 9 ძირითად პროდუქტზე ფასების სტაბილურობას.

მისივე თქმით, გარდა ამისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზრუნავს გარკვეულ სტრატეგიულ მარაგებზე.

"მიუხედავად იმისა რომ  სამგზავრო ავიარეისები ბევრ ქვეყანასთან პრაქტიკულად გაჩერებულია   ეს აკრძალვები და საზღვრების ჩაკეტვა არ შეხებია სატვირთო გადაზიდვებს და როგორც საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისევე  ჩვენს მეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც მიდის ტვირთი, ჩვენს კომპანიებს, იმპორტიორებს აქვთ საშუალება სხვა ქვეყნებიდან შემოიტანონ შესაბამისი საქონელი.  ქვეყნებს შორის ასევე აწყობილია ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, ვაგრძელებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას და ქვეყნებს შორის ვაჭრობას", - ანაცხადა მაია ცქიტიშვილმა.