მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წულუკიანი: არავინ არსად არ მიდის, ვრჩებით იქ, სადაც გვხედავთ

იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას დატოვებს.

მან ოპოზიცია ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა.

"ყალბი ინფორმაცია, ე.წ. ფეიკ ნიუსი გახდა სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძველ დემოკრატიულ ქვეყნებშიც სერიოზული პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში დემოკრატიას ემუქრება.

ბოლო დღეებში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ფეიკ ნიუსი და ეს ვნახეთ, შემდეგ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს წულუკიანი მიდის პარლამენტის თავმჯდომარედ, გუშინ ვიხილეთ ისევ ოპოზიციის სატელევიზიო და სხვა მედია საშუალებებით შექმნილი ახალი ყალბი ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. ესეც ყალბი ინფორმაციაა.

არავინ არსად არ მიდის. გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, იმ არჩევნებში , რომელიც 31 ოქტომბერს შედგება.

ჩვენ ყველა ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, მოვიტანთ ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.