მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წულუკიანი: ენმ ჭამს მათივე დანაყოფების - აღმაშენებლების და სხვა მეფეების რეიტინგს

იუსტიციის მინისტრი 2020

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წარმომადგენელი თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს და პარლამენტშიც მნიშვნელოვანი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

მისი თქმით, ამას ამომრჩევლების განწყობა მოწმობს.

„თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მზარდია, მე პროფესიით სოციოლოგი არ ვარ, მაგრამ ამის უფრო სხვანაირი ახსნა მაქვს. ვხედავთ, რომ ბოლო კვლევისგან განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა 2-3%-ით უფრო მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ისინი, როგორც ეძახიან ხოლმე, ჭამენ მათივე დანაყოფების - აღმაშენებლების და სხვა მეფეების რეიტინგს“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.