მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წულუკიანი: ციხეების მაღაზიებში საკმარისზე მეტი პროდუქტია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2020 წელი

ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ციხეების მაღაზიებში საკმარისზე მეტი საკვები-პროდუქტია.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ წულუკიანმა აღნიშნა, ასევე მედიკამენტების საკმარისზე მეტი რაოდენობაა 15-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში.

"ოჯახების დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ ციხეების მაღაზიაში საკმარისზე მეტი პროდუქტი არსებობს. პატიმრების კვებაზე მომუშავე მუშაობს 24 საათიან რეჟიმში კარგად, მონდომებით და გამართულად. არავითარი კვების ან სხვა ტიპის პრობლემა პატიმრებს არ გააჩნიათ, ასევე მედიკამენტების საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს 15-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.