მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ამნისტია ნიკა მელიას უნდა შეეხოს, რომელსაც ყველაზე მძიმე მუხლი აქვს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“ - გომელაური

შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 20 ივნისის თემაზე ამნისტიის კანონპროექტის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ამნისტია თუ უფრო მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას უნდა შეეხოს, მაშინ ის პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს.

„მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამნისტიას ალბათ უნდა ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მთელი ევროპის პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, აქედან გამომდინარე გადაწყდა რომ მიეღოთ ამნისტია. მე არ ვთვლი რომ ეს უსამართლოა, პოლიციელებსაც ეხებათ, რა თქმა უნდა. ამას ვამბობ, არა იმიტომ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე პოლიციელებს ვიცავ.

ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს წაყენებული, თუ ბატონ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს - მაშინ კითხვას ვსვამ. ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა, მძიმეს ისედაც არ ეხება -117-ს მაგალითად არ შეეხება, როგორც ჩაწერილია. გამომდინარე აქედან, ვთვლი რომ ამნისტია სამართლიანია", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.