მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ დასავლელ პარტნიორებს უარს ეუბნები, მით უმეტეს უარი უნდა უთხრა „ქართული ოცნების“ და პარლამენტში შესული ოპოზიციის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს“ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი - Pia.ge

„მიშამ ისეთი ბინძური ტრიუკი ჩაუტარა ნიკანორ მელიას, რომ ადამიანურად მეცოდება, მებრალება ასეთი მდგომარეობისთვის. ბოლომდე მიაწექიო უკიჟინებდა და უცებ პოზიცია შეცვალა, მოუწოდა „ნაცებს“ ხელი მოვაწეროთო“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის შეფასებით, ნიკა მელია გამოუვალ მდგომარეობაშია და გადაწყვეტილებებს ინსტინქტურად იღებს:

„მიშას მხრიდან მელიას გაფარჩაკებას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. როდესაც ნიკანორი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, მან დაიწყო დამოუკიდებელი თამაში, რამაც ისე გააღიზიანა სააკაშვილი, რომ ცხადი იყო, არ აპატიებდა მისი ხელიდან დასხლტომას და სადავეების მართვას.

ახლა ნიკანორ მელია იმდენად გამოუვალ მდგომარეობაშია, რომ გადაწყვეტილებებს უკვე ინსტინქტურად იღებს. ამის მაგალითია ევროკავშირის გირაოზე უარის თქმა. ლოგიკურად, თუ დასავლელ პარტნიორებს უარს ეუბნები, მით უმეტეს უარი უნდა უთხრა „ქართული ოცნების“ და პარლამენტში შესული ოპოზიციის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს და მათ მიერ დანაშაულის პატიებას. ჰოდა იჯექი ნიკა, იჯექი და იფიქრე, რომ მომავალში ისეთ ხალხთან აღარ დაიჭირო საქმე, ასეთ დღეში რო ჩაგაგდებენ და პოლიტიკურად გაგანულებენ,“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.