პოლიტიკა

„თუ დასავლეთის გარეშე დავრჩებით, ვიქცევით პუტინის გუბერნიად“ - ლაშა ბუღაძე

ლაშა ბუღაძე
1614088656
დაკოპირებულია

მწერალი, პუბლიცისტი ლაშა ბუღაძე პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს უერთდება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აპროტესტებს.

„თუ ჩვენ დავრჩებით დასავლეთის გარეშე, ვიქცევით პუტინის გუბერნიად,“ - აღნიშნავს იგი.

მისი თქმით, დღეს, ნიკა მელია უდანაშაულოდ ზის ციხეში იმიტომ, რომ 20 ივნისს საქართველოს ღირსებას იცავდა.

„მივმართავ ახალგაზრდებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ამ სისტემაში არიან, პარლამენტარებს, სირცხვილია, გავრილოვს უკრავთ ტაშს,“ - აღნიშნავს იგი.

ბუღაძის თქმით, ილია ჭავჭავაძის და სხვა მოღვაწეთა მიერ მოპოვებულ თავისუფლებას დღევანდელი რეჟიმი ვერაფერს დააკლებს.

„მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა ოპოზიციის გამარჯვებას, ჩვენ ბევრნი ვართ. ხვალ და ზეგიდან კარგი ამინდებიც დაიწყება და ყოველ დღე აქ ვივლით.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და საქართველო გათავისუფლდება.“ - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა 23 თებერვალს, დაახლოებით 09:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ოპოზიციის ლიდერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აგრეთვე იხილეთ:

აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე

„ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს, პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება“ - კარლ ჰარცელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

საქართველოს დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდე...

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს.

1614453372

განცხადებაში საუბარია ნიკა მელიას მიერ სატელეფონო ზარის გამოყენების უფლებაზე.

1614450785

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაპატიმრების შემდეგ, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თავის გულისწყვეტაზე ისაუბრა, რომ მიმდინარე მოვლენებს პარტიის ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არ გამოეხმაურა.

1614448542

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ​ შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული არ არის.

1614445847
კლინიკური ჯგუფის
ხელმძღვანელი

„მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაო...

„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას.

1614442925
ევროპის ქვეყნებში მარტში ზოგიერთი შეზღუდ...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსით დაწესებული შეზღუდვები მარტში მოიხსნება. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფ...

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი საფრთხისშემცველი მედიაგარემოს შესახებ აწერენ ხელს - ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება. სწორედ, იქ მოეწერა ხელი მანიფესტს.

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ოპოზი...

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.