პოლიტიკა

„თუ გახარია პოლიტიკაში შემობრუნდება, „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება“ - დავითულიანი

დავითულიანი გახარიაზე
1616414520
დაკოპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი პოლიტიკაში დარჩენის შესახებ გიორგი გახარიას განცხადებებს აფასებს.

მისი თქმით, თუ გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება, ის „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში ბევრი მეგობარი ჰყავს.

„საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება, შექმნას პოლიტიკური ძალა და წარმოაჩინოს თავისი ხედვები პოლიტიკურ ასპარეზზე.

​გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, როგორც დღეს განაცხადა, რა თქმა უნდა, კონკურენტი იქნება იმიტომ, რომ ის ამ პარტიიდან წასულია.

მეგობრები გიორგის ნამდვილად ჰყავს „ქართულ ოცნებაში“ და ბევრ კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანების აპრიორი პოლიტიკური ერთიანობაც შედგება გიორგისთან. ვიღაც შეიძლება იყოს, ვიღაც შეიძლება არ იყოს,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔺 „არსებობს პასუხისმგებლობები, რომლებსაც გიორგი გახარია ვერსად გაექცევა“ - ელენე ხოშტარია

🔺 „არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ“- გიორგი გახარია

🔺 „შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია, რომ შექმნას „ქართული ოცნება 2“ - გიორგი მარგველაშვილი

6 მაისი

საკურას ბრილიანტის ბეჭდი, რაფაელის გალერ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 6 მაისის გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პოლიტიკური ორგანიზაცია „ერი“ დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ოკუპაციის პრობლემა რუსეთთან დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.

1620326170

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველ ექიმ ნანა გეგეჭკორს მიმართავს.

1620323538

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა.

1620322966

ქედის მუნიციპალიტეტში პროგრამა „მარტოხელა არამობილური ხანდაზმულებისთვის შინ მოვლის სერვისების უზრუნველყოფა“ დახმარების ეროვნული ფონდთან (#NAF) ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

1620318735
ბელგიის, ლუქსემბურგისა და
ნიდერლანდების საგარეო
საქმეთა მინისტრები
დონბასში ჩავიდნენ

ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარ...

ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება.

1620309257
ჯანდაცვის მინისტრი: ხელმისაწვდომი გვექნე...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო დამატებით „სინოფარმის“ ვაქცინის 600 000 დოზას მიიღებს.

1620309234
გერმანიის ბუნდესტაგმა სრულად ვაქცინირებუ...

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა, გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. ახალი ინიციატივა 9 მაისიდან ძალაში შევა.

1620307483
საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ პი...

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა პირველი სასულიერო პირია, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა. მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.