მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ გახარია პოლიტიკაში შემობრუნდება, „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება“ - დავითულიანი

დავითულიანი გახარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი პოლიტიკაში დარჩენის შესახებ გიორგი გახარიას განცხადებებს აფასებს.

მისი თქმით, თუ გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება, ის „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში ბევრი მეგობარი ჰყავს.

„საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება, შექმნას პოლიტიკური ძალა და წარმოაჩინოს თავისი ხედვები პოლიტიკურ ასპარეზზე.

​გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, როგორც დღეს განაცხადა, რა თქმა უნდა, კონკურენტი იქნება იმიტომ, რომ ის ამ პარტიიდან წასულია.

მეგობრები გიორგის ნამდვილად ჰყავს „ქართულ ოცნებაში“ და ბევრ კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანების აპრიორი პოლიტიკური ერთიანობაც შედგება გიორგისთან. ვიღაც შეიძლება იყოს, ვიღაც შეიძლება არ იყოს,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔺 „არსებობს პასუხისმგებლობები, რომლებსაც გიორგი გახარია ვერსად გაექცევა“ - ელენე ხოშტარია

🔺 „არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ“- გიორგი გახარია

🔺 „შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია, რომ შექმნას „ქართული ოცნება 2“ - გიორგი მარგველაშვილი