მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ხელისუფლებისგან არ დავიცავით საქართველოს თავისუფლებას, ალბათ გველეშაპის მუცელში აღმოვჩნდებით“- ნატო ჩხეიძე

ნატო ჩხეიძე

პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძის განცხადებით, დღევანდელი აქცია არის ქართველი ხალხის ბრძოლა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.

იგი უერთდება ერთიანი ოპოზიციის აქციას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს ავტორიტარიზმისაკენ და სრულიად უსპობენ გზას იმისათვის, რომ ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში.

„ხელისუფლებამ დღეს უნდა გაიგოს ის, რაც ამდენი ხანია ვერ გაიგო. საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება იმ ძალადობას, რომელიც 9 წელი ნერგავენ ისინი საქართველოში.

ქვეყანა მიჰყავთ ავტორიტარიზმისკენ და სრულიად უსპობენ გზას იმისათვის, რომ ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში.

თუ არა ევროპა, მაშინ საქართველოს თავისუფლება იქნება მითი და კიდევ უნდა იბრძოლონ მომავალმა თაობებმა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი.

თუ ახლა, ამ მოძალადე ხელისუფლებისგან არ დავიცავით საქართველოს თავისუფლებას ჩვენ ალბათ გველეშაპის მუცელში აღმოვჩნდებით, ამიტომ ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.

თუკი დავკარგავთ დემოკრატიას და წავალთ ავტორიტარიზმისაკენ, ამას შეეწირება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.

ადგილზე შეკრებილები არიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი მოთხოვნაა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდეს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სამართლიან პროტესტს შედეგი არ გამოეღოს“- ბადრი ჯაფარიძე

✔️„ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ამის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები“- მამუკა ხაზარაძე

✔️„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზიციის აქცია- მსვლელობა დაიწყო