პოლიტიკა

თუ მოწერელიას, კერესელიძეს, ხოჯევანიშვილს და ამ გუნდს აინტერესებს, მათ მიერ მოპოვებული მანდატები ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, თუ ეს პირადი, ან მათი ლიდერის რეიტინგია, სამართლიანობისთვის უნდა დატოვონ მანდატები - ვლადიმერ ბოჟაძე

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
1618399999
დაკოპირებულია

„დღეს სრულიად სამართლიანად ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გასულ მაჟორიტარებს აქვთ „შანსი“ კიდევ ერთხელ მოუსმინონ ხალხს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე მმართველი გუნდის იმ 6 დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს.

ბოჟაძის აზრით, თუკი სამ ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება მაჟორიტარი შუალედური საპარლამენტო არჩევნები, ამით დანარჩენ ოპოზიციასაც მიეცემა შანსი.

„თუ მოწერელიას, კერესელიძეს და ხოჯევანიშვილს და ზოგად, ამ გუნდს აინტერესებს, მათ მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატები ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, თუ ეს მათი პირადი, ან მათი ლიდერის რეიტინგია, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა დატოვონ ეს მანდატები.

ეს გარემოება შექმნის ვითარებას, რომ ამ სამ ოლქში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს მაჟორიტარი შუალედური საპარლამენტო არჩევნები, აქვე დანარჩენ ოპოზიციასაც ექნება შანსი. აი, სწორედ მაშინ უნდა მიიღონ მონაწილეობა და იქ გაირკვევა, რეალურად ვისი რეიტინგით შევიდა ეს ხალხი პარლამენტში. ამის გაკეთებას უნდა ელემენტალური პოლიტიკური გამბედაობა და ვნახოთ აბა, წავა მინიმალურ რისკზე ეს სამეული თუ უმოქმედობით, ანუ მანდატების შენარჩუნებით გაამყარებენ ვარაუდს, რომ ეს რეიტინგი და არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა,“ - აღნიშნავს ბოჟაძე.

ინფორმაციისთვის, მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდნენ. გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„ჩვენ რომ გავიდეთ სამიზნეზე, რაც ვაქცინაციის გეგმაშია დასახული, იმისთვის რომ მოხდეს მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, რაც ვაქცინაციის აუცილებელი პირობაა, დღეში 6-7 ათასი ადამიანი უნდა აიცრას“- განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

1620807363

თურქეთში ე.წ. მწვანე პასპორტების გაცემა დაიწყეს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პირს თუ ორჯერადად აქვს ჩატარებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მას კოვიდპასპორტი ეკუთვნის. ინფორმაციას hurriyetdailynews-ი ავრცელებს.

1620806613

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 434-მა ადამიანმა გაიკეთა.

1620805646

მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა 39 ადამიანი დააკავეს. პოლიცია მათ აფეთქებებთან და ხანძრის გაჩენასთან აკავშირებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620804503
შინაგან საქმეთა
სამინისტრომ კოვიდ-19-ის
წინააღმდეგ ბრძოლის
მიზნით მოქმედი
რეგულაციების დარღვევის 1103
ფაქტი გამოავლინა

პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1117...

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოვლინდა.

1620800040
160 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 160 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ანდრია პირვ...

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით...

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.