მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ოპოზიცია უარს იტყვის პრინციპზე „ან ყველაფერი ან არაფერი“, კომპრომისი უფრო მარტივი იქნება“ - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესი შედეგიანი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ოპოზიცია პრინციპზე „ან ყველაფერი, ან არაფერი“ უარს იტყვის.

„არცერთი ნაბიჯი, მათი მხრიდან გადმოდგმული, ჩვენ არ გვინახავს, ჯერჯერობით. გასაგებია, რომ ესკალაცია უნდათ, გასაგებია, რომ არეულობა უნდა ბევრ მათგანს და შეიძლება, ეს ყველას არ დავაბრალოთ, მაგრამ ხომ არის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფოებრივად ფიქრობს?

იქნებ ვიღაც გამოჩნდეს, ჯგუფები, მათ შორის, რომელიც იფიქრებს, რომ სახელმწიფოებრივად ასე ჯობია და უარი ვთქვათ პრინციპზე - არ ყველაფერი, ან არაფერი. ამ შემთხვევაში კომპრომისი უფრო მარტივია, სხვა შემთხვევაში კონსესუსამდე ვერ მივალთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად შედგება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საფრანგეთის ელჩი: ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებები სახელმწიფოს ერთიან პოზიციამდე მისვლაში დაეხმარება

„მეც მინდა მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე მისვლა“ - იაგო ხვიჩია

„ორ კვირაში ან დაფიქსირდება, რომ გვაქვს წინსვლა ან იქნება უკანდახევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ - ზურაბ ჯაფარიძე