პოლიტიკა

„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა

ღარიბაშვილი თავდაცვის
უწყებაში
1611766690
დაკოპირებულია

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო ჯარის კვების საკითხზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში კვების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და ეს ბრალდებები სრულად მოკლებულია საღ აზრს.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, შესყიდვების სააგენტო ატარებს კონსოლიდირებულ ტენდერებს და ხშირად ასეთი ტენდერი გულისხმობს, იმას, რომ მოგებული კომპანია ამარაგებს არა მხოლოდ ერთ უწყებას, არამედ რამდენიმე უწყებას.

„როგორ შეიძლება დღეს კვებაზე ვინმემ რამე თქვას?! მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და რეალური ქმედებები განვახორციელეთ. მე ვგულისხმობ ქართული ჯარის საუკეთესო, ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას. ყველა მზარეული გადავამზადეთ ჩვენი ცნობილი, საამაყო შეფ-მზარეულების მიერ.

მონიტორინგი, კონტროლი მაქვს ძალიან მკაცრად და ყველა მომწოდებელი გავაფრთხილეთ, რომ დამთავრდა რბილი კონტროლის დრო, როდესაც რომელიმე მომწოდებელი კომპანია იგებს ტენდერს, მინდა აქვე ავღნიშნო, რომ თავდაცვის სამინისტრო არ ატარებს კვების ტენდერს, არამედ შესყიდვების სააგენტო, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო და ექვემდებარება მთავრობას.

შესყიდვების სააგენტო ატარებს კონსოლიდირებულ ტენდერებს და ხშირად ასეთი ტენდერი გულისხმობს, იმას, რომ მოგებული კომპანია ამარაგებს არა მხოლოდ ერთ უწყებას, არამედ რამდენიმე უწყებას და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მიმდინარეობს კონტროლი და მონიტორინგი.

ბუნებრივია შეიძლება ხარვეზები გამოიკვეთოს მოწოდებაში და პროდუქციის ხარისხში, რაზეც ჩვენს უწყებას მყისიერი რეაგირება აქვს, ისეთი სისტემა ავაწყვეთ, რომ მაქვს სამმხრივი გადაზღვევა. პირველი ეს არის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც მე შევქმენი და მუდმივად მიმდინარეობს ნებისმიერი პროდუქტის კონტროლი. მეორე ეს არის თვითონ კვების კომპანიის ლაბორატორია. და მესამე, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ლევანს ვთხოვე და სურსათის უვნებლობის სამსახურთან გავაფორმეთ მემორანდუმი, ისინი კი ცალკე, დამოუკიდებლად ამოწმებენ.

გვაქვს სამმხრივი გადაზღვევა, რომ რაიმე არ გაგვეპაროს. როცა ხდება წუნის დადება, ჩვენ კონკრეტულ კომპანიას ვეუბნებით, რომ გამოასწოროს. სიუჟეტი ააწყვეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ აქვთ სათქმელი ამ საცოდავ ადამიანებს არაფერი, გარდა იმისა, რომ რაღაც სისულელე მოიგონონ. ტყუილად წვალობენ და თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ, დააგემოვნონ და განწყობა, რაც ჯარში არის, ამის ნათელი დადასტურება იყო, რაც მოხდა მაგალითად არჩევნებზე ავღანეთში, როცა ჯარის 93%-მა მხარი დაუჭირა ჩემს პოლიტიკას და „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რადიო იმედის გადაცემა „კვირის პოლიტიკასთან“ საუბარში.

ევროპის საბჭო - შენობა

ევროსაბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, უკრაი...

ეროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა. მიშელის ტურნე 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გასტანს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. 

1614330159

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1614330007

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება. 

1614329741

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.

ის აღნიშნავს, რომ  ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა  რიგგარეშე არჩევნებია.

1614329583
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
მოსწავლეთა მიღებას
აცხადებს

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას ა...

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.

იაპონიაში თვის ბოლოს საგანგებო მდგომარეო...

იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში თვის ბოლოს პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

სატყეო პოლიტიკის გასული წლის აქტივობებსა...

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მეშვიდე პლენარული სხდომა ონლაინ ფორმატით გაიმართა. სხდომაზე სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.