მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საბანკო ბარათების გამოყენებაზე ელჩი განმარტებას აკეთებს

საქართველოში თურქეთის საგანგებო ელჩი

ე.წ. აფხაზურ საბანკო პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე თურქეთის ელჩს ფატმა სერენ იაზგანის შეხვდა. 

„დღეს ეს საკითხი ჩემს კოლეგებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან განვიხილეთ ეს საკითხი. თავიდან ეს წარმოადგენდა პრობლემას როგორც ეს პრესამ წარმოაჩინა.

თურქეთის მთავრობა, თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა.

ასეთი შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არიდების მიზნით შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში“, - აცხადებს დიპლომატი.

ინფორაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო ბარათის გამოყენება თურქეთში დაუშვეს. საუბარია „აპრა World“-ის საბანკო ბარათებზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ნათელაშვილი საგარეო უწყებაში თურქეთის საგანგებო ელჩის გამოძახებას ითხოვს