მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა და წასვლა პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი იყო

ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დიდი პოლიტიკოსი და ამავდროულად დიდი ქველმოქმედია. 

„მისი პოლიტიკაში მოსვლის და პოლიტიკიდან წასვლის პროცესი, იყო ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი. ის მოვიდა პოლიტიკაში იმ დროს, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილებები, მან და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ეს ცვლილებები - დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა მმართველობით სადავეებს, წლების განმავლობაში დაამკვიდრა ახალი მმართველობითი დემოკრატიული სტანდარტი, ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული.

დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ მესამედ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნდობის მანდატი მიანიჭა ისევ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილი მიდის პოლიტიკიდან და ამით ადასტურებს, რომ მისი მთავარი ამოცანა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის, რომ შექმნა სტაბილური გარანტიები იმისა, რომ რევანში შეუძლებელია, საქართველოს საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია იმისთვის, რომ დემოკრატიული, სტაბილური, ევოლუციური განვითარების გზით იაროს და არ დაუჭიროს მხარი ამბოხს, პროვოკაციას, რევოლუციას და ა.შ. ეს არის ძალიან დასაფასებელი და იშვიათი პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

🛑ბიძინა ივანიშვილი: ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია

🛑ბიძინა ივანიშვილი: ბოროტება შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება ჯერ კიდევ იგრძნობა