მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: მოვუწოდებ მოქალაქეებს, ბილეთები შეიძინონ მხოლოდ რეისებზე, რომელთა განრიგიც გამოქვეყნებულია

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი

„მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და გავაფრთხილო, რომ ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურად გამოქვეყნებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 11-ზე მეტი საერთაშორისო რეისი შესრულდება ყველა ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით და კონკრეტული გრაფიკით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია „აირზენა“ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს არის ძალიან არასწორი ქმედება, რომელიც ადამიანებს საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან ასეთ რეისებზე ბილეთებს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს.

„მოვუწდებთ ავიაკომპანია „აირზენას“, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე“, - დასძინა ნათია თურნავამ.