„უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
კითხვაზე, რა სჭირდება „ქართული ოცნების“ გუნდს და კიდევ რა უნდა გაითვალისწინოს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდის წევრებმა თავად იციან ყველაფერი.
„პარტიამ იცის ყველაფერი, ჩემი გუნდის წევრებმა იციან იმდენივე და ზოგიერთმა ჩემზე მეტი იცის ამ მიმართულებით, რასაც პოლიტიკური მოღვაწეობა და ქვეყნის განვითარება ჰქვია. სხვადასხვა მიმართულებით გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ლიდერები. ჩემი თხოვნაა, ისევ შევახსენებდი ერთადერთს, თუ მოახერხებენ, ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა; კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი პრობლემა არ ექნება. ეს თუ ვერ მოახერხეს, თუ ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს, მაშინ შეიძლება, შედეგი გაუარესდეს. თუმცა, მაინც თუ გაინტერესებთ ჩემი შეფასება, უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ მოუვა. აბსოლუტურად ჯანსაღად გააგრძელებს თავის ურთიერთობებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აგრეთვე, წაიკითხეთ:
🔴 თუ ვერ გავაკეთე სწორად, აღარც უნდა მოვბრუნდე - ივანიშვილი
🔴 „ქართული ოცნების“ გუნდში არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას - ბიძინა ივანიშვილი
🔴 „იძულებით მოვედი, რადგან ეს ქვეყანას სჭირდებოდა“ - ივანიშვილი
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.
თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.
ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.
იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში თვის ბოლოს პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.