მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უახლოეს დღეებში, ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე“ - სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც იგი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.

სააკაშვილი ნიკა მელიას უახლოეს დღეებში გათავისუფლებას პროგნოზირებს და იმედი აქვს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად.

„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს მოუწევს უახლოეს პერიოდში ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რადგან ის თუ ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას დაუდეს პირდაპირი მუქარა სანქციების და მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება გაყინული და ჩამორთმეული და მის მიმართ იქნება მიღებული სხვა ზომები.

პრინციპში, უახლოეს დღეებში, ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.

ჩემი პირადი აზრია, რომ არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება.

იმედი მაქვს, ნიკა მელია რომ გამოვა, მიიღებს მკვეთრ გადაწყვეტილებებს.

ჩვენ იმედი გვაქვს მისი ლიდერობის და შეუპოვარი ხასიათის და ამ პროცესებში ყველა უნდა ჩავერთოთ - ჩვენ გვჭირდება რიგგარეშე არჩევნები.

მივესალმები ევროპელების ჩართულობას, საერთაშორისო რეაქციებს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ სიტუაციაში,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

აგრეთვე იხილეთ:

ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ახალ საარჩევნო რეფორმას 8 მარტის ბიუროს სხდომაზე დააინიცირებენ

„მნიშვნელოვანი იქნება პოზიციების მოსმენა, რატომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და არა იმაზე მსჯელობა, აქციები გაიმართება თუ არა“ - სარჯველაძე