მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ“ - პრემიერი ზაზა გახელაძეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საოკუპაციო ძალების სრულიად უკანონო გადაწყვეტილება.

„მე პირადად მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ თემაზე და ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი შეეფარდა“ - მურატ ჯიოევი

✔️ ამერიკის საელჩო ზაზა გახელაძეს საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს