მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უგულავა: გუბაზ სანიკიძეს ზედმეტი მოუვიდა

ევროპული საქართველოს წევრი

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას შეფასებით, არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა, როდესაც ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციის წევრებიც ადამიანები არიან და მათ ემოციური გადაღლილობა აქვთ.

„სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, თუმცა ვფიქრობ, ეს იყო ცალკეული ინციდენტი. რობოტები არ ვართ, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, გადაღლილი ემოციისგან, ძალადობისგან.

ნიკა მელიას ვესაუბრე და წუხდა, რომ საჯაროდ ასეთი რამ მოხდა. გუბაზსაც ზედმეტი მოუვიდა, არ არის ახლა იმის დრო, რა თემებსაც ის აყენებდა, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ ვინ კარგია, ვინ ძლიერია, ვის ვისი ეშინია.

გაცილებით მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლა უნდა, ვიდრე თუნდაც იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაზეც ფართო კონსესუსი არსებობს.

მესმის უსიამოვნო ინციდენტები იქნება, შეიძლება ძალიან არ მოგვეწონოს, მაგრამ ეს დიდ სურათში ძალიან პატარა წერტილია“,- განაცხადა გიგი უგულავამ სატელევიზიო ეთერში.

ამავე თემაზე: 👇

🔴 „მიშაზე მეტი მიშისტი ხარ“ - ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

🔴 გია ვოლსკი: გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა