მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკან ჩავჯდები, არ მინდა ვინმემ პარლამენტში შესვლისთვის გამომიყენოს“ - ივერი მელაშვილი

გათავისუფლება

ივერი მელაშვილმა სატელევიზიო ეთერში ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლებას, პარტიის პოლიტიკურ მოლაპარაკებებს უკავშირებდა.

„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცამ დამსახურება მიიწეროს, აი, მე რაკი დავაყენე საკითხი და ამის გამო შევალ პარლამენტში, ეს არასწორია. არ მინდა ვიღაცის ვაჭრობის საგანი ვიყო.“

მელაშვილი ამბობს, რომ მზად არის დაბრუნდეს ციხეში, ვიდრე ის ვინმემ პარლამენტში შესვლისთვის გამოიყენოს.

„ვთხოვ, გინდა ელისაშვილს, ან ვინც გინდა იყოს, დიდი მადლობა ბატონებო მხარდაჭერისათვის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება. რაკი მოილაპარაკეთ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ეს მოლაპარაკება. ასე მიაღწევთ წარმატებას, თუ მიაღწევთ და ასე მიაღწევს ქვეყანა წარმატებას. თუ ამას ვერ ასრულებთ, თავი დაანებეთ იმას, რომ, აი, მელაშვილი გამოუშვეს და ამის გამო პარლამენტში შევალ.

წამიყვანონ უკან და ჩავჯდები. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ ვინმემ გამომიყენოს იმისთვის, რომ აი, გამომიშვეს და პარლამენტში შევა“ - აცხადებს მელაშვილი.

👉 ინფორმაციისთვის, სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

👉 ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი!“ - ალეკო ელისაშვილი ილიჩოვა-მელაშვილის საქმეზე

✔️„აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს“ - ივერი მელაშვილის პირველი განცხადება

✔️„ბატონ ივერის და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი იმისთვის რაც მოხდა“- ბუბა კიკაბიძე