პოლიტიკა

უკრაინა ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას უმაღლეს შეფასებას აძლევს

ქართული საზოგადოების მიმართვა უკრაინელ ხალხს, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს.
00:08 29.05
დაკოპირებულია

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების აღსანიშნავად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავმდჯომარეობა უპრეცედენტო გამოწვევის დროს, COVID-19–ის პერიოდში განხორციელდა, რომელიც ევროპის საბჭოს მუშაობაში ინოვაციურ მიდგომებსა და ფორმატებს მოითხოვდა.

"ამ მნიშვნელოვან პერიოდში საქართველოს თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოს საქმიანობას წარმატებით გაუძღვა, რაც ქართული დიპლომატიის დიდი მიღწევაა"-აღნიშნულია წერილში.

წერილის თანახმად, უკრაინა განსაკუთრებით აფასებს მწვავე პრობლემისადმი - რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, და უკრანიელი ხალხის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მიმდინარე დარღვევისადმი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირად ყურადღებას.

კიევი მადლიერებას გამოხატავს და მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარის რანგში, დავით ზალკალიანის განცხადებას რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიის მცდელობის მე–6 წლისთავთან დაკავშირებით.

წერილის თანამხად, უკრაინა აფასებს საქართველოს აქტიურ როლს ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებული „ბალტიის პლიუს ჯგუფის“ ქვეყნების (Baltic Plus countries) კოორდინირების საკითხში, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამხად, უკრაინა საქართველოსთან აქტიური და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის განვითარების ერთგული რჩება.​

მუსულმანი ქალი აია-სოფიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხელებაღმართული დგას.

ერდოღანი აია-სოფიას გადაწყვეტილებაზე შეშ...

„სხვა ქვეყნების მოსაზრებები ვერ მოახდენს გავლენას სტამბოლში აია-სოფიას მუზეუმისთ...
51 წუთის წინ
კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ი...
16:36
ტურიზმის სექტორისთვის კოვიდ-19 დაკავშირებული რეგულაციების ადაპტაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინ...
16:25
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი...
15:44
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის ს...
15:26
ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო ცენტრი გაიხსნა ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ...
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალ...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენ...
11:17
ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 3 იმპორტი...
დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციურ...
აფრიკაში 51 ქართველი მეზღვაური გაემგზავრ...
51 ქართველი მეზღვაური ტოგოში, ქალაქ ლომეში გაემგზავრა, სადაც ისინი სხვადასხვა გე...