მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს 26 მაისი მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მიულოცა. ამის შესახებ PIA.GE-ს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

თუმცა ზელენსკის მისალოცი წერილი ამ ეტაპზე გავრცელებული არ არის.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტთან ბევრი მისალოცი წერილი მივიდა და ისინი ეტაპობრივად ქვეყნდება. მათ შორის არის ზელენსკის მისალოცი წერილიც, რომელიც დღეს გამოქვეყნდება.