მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, 12-ზე მეტი წლით გააგრძელოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას

მსგავსი უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში. „გადაწყვეტილება“ ასევე ადასტურებს რუსეთის ჭეშმარიტ ზრახვებს, მოახდინოს დესტაბილიზაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სრულიად რეგიონში, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთი ახდენს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას და „თამაშობს“ ადამიანების ბედით, ფაქტობრივად მძევლად ჰყავს ისინი აყვანილი, რათა ემსახურონ მის დანაშაულებრივ პოლიტიკურ მიზნებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპირება და იგი პასუხისმგებელია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

უკრაინა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან, შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე.

მოუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ მას შეწყვიტოს აგრესია საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე.