მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

თვითდასაქმებული

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

გახარიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ეს ვადა კიდევ უფრო მეტად გახანგრძლივდეს მთავრობის დახმარება უმუშევრებისთვის კვლავ გაგრძელდეს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა გარდა დარგობრივი დახმარებისა, სოციალური დახმარების მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა მათთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან თვითდასაქმებულები იყვნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ეს ვადა იქნება გაგრძელებული პირველ აგვისტომდე. თუ საჭირო იქნა ამ ვადას შემდეგაც გავაგრძელებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა, სოციალურად დაუცველ ჩვენ მოქალაქეებს დავეხმაროთ“, - განაცხადა პრემიერმა.