მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა დაინახონ ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში და მოხსნიან იდიოტურ შეზღუდვებს“ - ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი

„ერთადერთი, რაც ამ ხელისუფლებას ესმის, არის ძალა და ეს ძალა არის ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში. თუ დაინახავენ ამ ძალას, დაიხევენ უკან და მოხსნიან ამ იდიოტურ რეგულაციებს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროტესტი შეწყვეტილი იყოს.

„კლავენ ზოგადად პოლიტიკურ პროტესტს. ქვეყანაში არის კრიზისი და მათ ინტერესშია, რომ პროტესტი არ იყოს ან ადამიანების ერთი ადგილიდან მეორეზე ვერ მივიდნენ. ეს ვითარება არის ძალიან მძიმე. შარშან გავღარიბდით ისე, რომ 2016 წლის მდგომარეობამდე მივედით ამას დავამატეთ 8 მლრდ ლარი საგარეო ვალის სახით, წელს კიდევ დავამატებთ 5,3 მლრდ-ს და უფრო მძიმე ვითარება შეიქმნება. ამ ვალს არცერთი მთავრობა არ გადაიხდის.

ეს ვალი იქნება ჩვენი შვილების გადასახდელი. ძალიან ამორალურ რაღაცას ვშვებით, მაგრამ ახლა ჩვენ ვჭამთ ჩვენი შვილების მომავალს“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების წევრები საპროტესტო აქციებს მართავენ.

👉 პირველი აქცია 24 იანვარს მოეწყო, როცა აქტივისტებმა „კომენდანტის საათის“ დროს საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციები გაიმართა 25 იანვარსაც, მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობებთან.

👉 საპროტესტო აქცია აგრეთვე დაანონსებულია 26 იანვარსაც.