პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, მისი ნიკა მელიას მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
იაგო ხვიჩიამ არ თქვა, თუ რაზე ისაუბრა ნიკა მელიასთან, თუმცა ახსნა მიზეზები თუ რის გამოც აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ნიკა მელიას გულშემატკივარი ვარ და ნიკამაც იცის ეს. მე გეტყვით ჩემს დამოკიდებულას ნაციონალური მოძრაობის მიმართ მთელ ამ პროცესში. მე და ჩემი პარტია ვართ ხალხი, რომელსაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დაბრუნება, ჩვენ ამ იმედით ვმოძრაობთ.
როდესაც ჩვენ ნიკა მელიას იმედი გვაქვს და დავადასტურებ, რომ გვაქვს ნიკა მელიას იმედი, ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეძებ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის არას თქმას, როდესაც არაა სათქმელი.“
იაგო ხვიჩიას თქმით, ის მხოლოდ მაშინ გამოუცხადებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობას, როცა პარტია არ იქნება მიხეილ სააკაშვილზე დამოკიდებული.
„მე მხოლოდ ამ შემთხვევაში ვენდობი ნაციონალურ მოძრაობას როგორც მოთამაშეს, რომელიც არ ეცდება, ერთპიროვნულად ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. მე სულ ამ იმედით ვუყურებ ნიკა მელიას. მე უნდა მეგულებოდეს ენმ-ში ვიღაცა, გადახტით კლდიდან რომ ეუბნება მიხეილ სააკაშვილი, ამას არ იზამენ, ახლა ამას ეუბნება მიხეილ სააკაშვილი“ - აცხადებს იაგო ხვიჩია
იხილეთ აგრეთვე:
„ვფიქრობ, იაგო ხვიჩიამ გემრიელად იხუმრა“ - ნათელაშვილი
„მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრება, შემიძლია იარაღის ტარების ნებართვა მოვითხოვო“ - იაგო ხვიჩია
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.
აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი ტროტუარზე გადაიტანეს.
„დღეს, 26 თებერვალს, საბურთალოს რაიონში გელოვანის გამზირზე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება.
2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 116.9 მლნ ლარით შემცირდა და მთლიანი მოცულობა 37.6 მლრდ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, გარკვეული ბალანსი და კომპრომისი უნდა შედგეს.
2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.