მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა მომეცეს ქვეყანაში თავისუფლად ჩამოსვლის საშუალება“ - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

ყოფილი პრეზიდენტი

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლა კრიზისის განმუხტვას არ ნიშნავს და სიტუაციის სრულად ნორმალიზებისთვის საჭიროა ქვეყანაში შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა, ამასთანავე, მას საქართველოში დაბრუნების საშუალება მიეცეს.

„სიტუაციის სრულად ნორმალიზებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი, ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული იმ პირობებით, რომელიც მან წამოაყენა და რომელიც არის კანონიერი და დასაბუთებელი.

მეორე, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა უამრავი ადამიანის, მაგალითად ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი აქტივისტების და სხვების, იგივე გიორგი მუმლაძის. მესამე, მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვიდე ქვეყანაში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.

ინფორმაციისთვის, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა გაიმართა.

სხდომაზე პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს.