მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნივერსიტეტის ფორმალურ დიპლომს, ხშირად ახალგაზრდა ვერ იყენებს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

 პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე  საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებსა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური პერსპექტივა მხოლოდ ცოდნას შეიძლება დაეფუძნოს, ამიტომ განათლების და მეცნიერების სისტემის განვითარება არსებითი ამოცანაა.

„განათლება მეტად უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი ყოველდღიურობის გამოწვევებს, თანამედროვე მსოფლიო მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიებს აქვთ გადამწყვეტი როლი, ამიტომ ტექნოლოგიების არათუ შექმნა, არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელია სათანადო ცოდნის გარეშე.

ამიტომ საჭიროა უმაღლეს განათლებაში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო მეწარმეობასთან დაკავშირებული დარგების მეტად ხელშეწყობა.

მინდა ასევე გავამახვილო ყურადღება პროფესიული სწავლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობისთვის.

დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ უნივერსიტეტის ფორმალური დიპლომი, რომელსაც ხშირად ახალგაზრდა ვერ იყენებს, არამედ ცოდნა და პროფესია რომელიც ახალგაზრდებმა უნდა შეიძინონ.

ასევე მნიშვნელოვანია რომ დღევანდელი სწრაფად ცვალებად სამყაროში ადამიანებს ჰქონდეთ პროფესიის შეცვლის ან განვითარების უწყვეტი შესაძლებლობა.

რეგიონებშიც უმაღლესი თუ პროფესიული განათლების სისტემა უნდა დაუკავშირდეს მათ საჭიროებებს. ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების გაძლიერებას და გარკვეული პროგრამებიც უნდა შევთავაზოთ მათ“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„აღვირახსნილი კამპანია რაც პოლიციელების მიმართ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება, უნდა დასრულდეს“ - ღარიბაშვილი

✔️ირაკლი ღარიბაშვილი: სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას, სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს

✔️რამდენიმე საათი გაპრემიერებამდე - უმრავლესობა ირაკლი ღარიბაშვილს მხარს დაუჭერს