მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უსუფაშვილი: მართლებიც და მტყუანებიც - ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ

შენების მოძრაობის ლიდერი, 2020

„პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი - მართლებიც და მტყუანებიც - ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ ახლა ამ ეტაპზე მთავარია გამოსავლის პოვნა.

„როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ. გამოსავალია ახლი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს - დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ... ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება“, - აცხადებს უსუფაშვილი.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 საბანაძე: ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული არ ყოფილა

🔴 გახარია: ჩვენ გუშინ ვნახეთ ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა