მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უცხოური მედია: საქართველომ დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მეტ ჩართულობას და უფრო ძლიერ მოკავშირეობას

The Daily Signal-ის სტატია საქართველოზე

„ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოდ მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ თანამშრომლობისთვის, თუკი გავითვალისწინებთ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმებასა და თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატოს ფარგლებში“, - „დეილი სიგნალი“ აქვეყნებს სტატიას „საქართველო წარმოადგენს ამერიკის გამოცდილ მოკავშირეს საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში“.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციისა და უფრო ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის კუთხით.

სტატიაში მოყვანილია Heritage Foundation-ის თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ბევრად აღემატება რეგიონისა თუ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს.

ისევე, როგორც წარსულში მომხდარი კრიზისებისა და გამოწვევების შემთხვევაში, ამჟამინდელი პანდემიის პირობებშიც საქართველომ დაადასტურა, რომ ის წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სანდო მოკავშირეს. ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციის და უფრო ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის კუთხით. 1996 წლიდან მოყოლებული, როცა Heritage Foundation-მა პირველად ჩართო საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, ქვეყნის ეკონომიკამ „რეპრესირებული“ კატეგორიიდან გადაინაცვლა „ძირითადად თავისუფალ“ კატეგორიაში. ამ ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ბევრად აღემატება რეგიონისა თუ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს, ხოლო ბაზრების გახსნის, რეგულაციების შემცირებისა და გადასახადების გამარტივების მიზნით გატარებულმა მრავალმხრივმა რეფორმებმა შედეგად მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაცია და გაუმჯობესება-განახლება. წელს, მაგალითად, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ჩაანაცვლა, როგორც მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-12 ადგილზე მყოფი ქვეყანა“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ამბობს, რომ ამერიკის ურთიერთობა საქართველოსთან ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებს, მტკიცეა და ძალიან სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის.

„ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ თანამშრომლობისთვის, თუკი გავითვალისწინებთ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებს (მათ შორის ჯერჯერობით შეჩერებული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შავ ზღვაზე), ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმებას და თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატოს ფარგლებში. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 2017 წლის აგვისტოში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს განაცხადა, „ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირები ყველაზე უკეთ არის გამოხატული ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მთელ მსოფლიოში უსაფრთოხებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების საკვანძო სტრატეგიული პარტნიორი“. მართლაც, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მეტ ჩართულობას და უფრო ძლიერ მოკავშირეობას“,- აღნიშნულია „დეილი სიგნალის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

წყარო: The Daily Signal