მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვადამდელს უნდა გადაყვეს ამ ქვეყნის პერსპექტივა არჩევნების კარგად ჩატარების თვალსაზრისით“ - იოსელიანი

„მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანი - Pia.ge

 „ვადამდელ არჩევნებს უნდა გადაყვეს ამ ქვეყნის პერსპექტივა არჩევნების კარგად ჩატარების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

იოსელიანის თქმით, დოკუმენტი, რომელსაც 29 იანვარს მოეწერა ხელი, მე-4 რაუნდის ფარგლებში იყო შეთანხმებული.

„მთელი არჩევნების პერიოდში დავინახეთ, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არის ის საკითხი, რაზეც ხელისუფლებამ თავიდანვე უარი განაცხადა და თქვა, რომ არ აპირებდა ამ საკითხის განხილვას.

გამომდინარე იქიდან, რომ ყველა დანარჩენი სხვა საკითხები ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ერთჯერადად ვადამდელის ჩატარება, ჩვენ არ მიგვაჩნდა სწორად და არც ახლა მიგვაჩნია, რომ ვადამდელ არჩევნებს უნდა გადაყვეს ამ ქვეყნის პერსპექტივა არჩევნების კარგად ჩატარების თვალსაზრისით.

ამიტომ გავაგრძელეთ მოლაპარაკება. მივიღეთ ის შეთანხმება, რომელიც მთლიანად ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტია. დოკუმენტი შეთანხმებული იყო მე-4 რაუნდის ფარგლებში“, - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება პატიმრებს, იოსელიანის თქმით, ბრძოლა მათი გათავისუფლებისთვის გრძელდება.

„ქართული ოცნება“ არ განიხილავდა პატიმრების საკითხს, მაგრამ ამ მოლაპარაკების პროცესში ჩვენ დავინახეთ, რომ 5-დან 4 ადამიანი გამოვიდა გარეთ. როგორი აქტიური ვიყავით გარეთ და ვიბრძოდით გარეთ, ისევე გავაგრძელებთ ბრძოლას სადაც არ უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა იოსელიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ოპოზიციას მანდატები „ქართულმა ოცნებამ“ 2 თებერვლის სხდომაზე არ უნდა შეუწყვიტოს“ - ელისაშვილი

✔️ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან