მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახო მეგრელიშვილი: მე ხომ იმისთვის ვიბრძვი, რომ ნინო ბურჯანაძე იყოს პარლამენტში

განცხადება

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციაში დაპირისპირება უნდა შეწყდეს და დაიწყოს იმ დოკუმენტის განხილვა, რომელშიც მმართველ გუნდთან შესაძლო შეთანხმების საკითხებია განსაზღვრული. 

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების მოთხოვნით, „გირჩი“ პატარა პარტიებისთვის პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობისთვის იბრძვის.

„დოკუმენტზე მსჯელობა არის გამოსავალი. მასში ყველაფერი წერია, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებამ არ იცის. არ არის ცნობილი, რა შეიძლება აქედან მივიღოთ. მე ხომ იმისთვის ვიბრძვი, რომ ნინო ბურჯანაძე პარლამენტში იყოს ანუ ვიბრძვით იმისთვის, რომ ბუნებრივი ბარიერი იყოს.

შემდეგ არჩევნებზე რომ 5% იქნება ბარიერი, ჩვენნაირი პარტიების ნასახი არ იქნება პარლამენტში, მე ხომ ამის წინააღმდეგ ვიბრძვი და რაზე მეჩხუბებიან ხომ შეიძლება ვინმემ ამიხსნას“, - აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

ვახო მეგრელიშვილის განმარტებით, აპირებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს აღნიშნული დოკუმენტი კიდევ ერთხელ გაუგზავნოს და მათთან მოლაპარაკების მცდელობა გააგრძელოს.

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

იაგო ხვიჩია: ემოციებს გვერდით ვდებ და მოლაპარაკებებს ვაგრძელებ

„დაჭერის პრობლემა რომ შეგექმნა, მერე შეგიყვარდა ქვეყანა?“ - ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

ალეკო ელისაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ვაშაძეს აშანტაჟებენ