მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახო მეგრელიშვილი: მე რაც მინდა ის უნდა მივიღო

განცხადება

„მთავარია, რომ გავარკვიოთ რა ხდება ოპოზიციაში,იმიტომ რომ მე არ მესმის რა ხდება. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მოდი ლაპარაკი გავაგრძელოთ.

დიალოგის გასაგრძელებლად მე ელისაშვილსაც შევუთანხმდები და ასევე ნებისმიერს“- განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობს იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიცია არ შეუცვლიათ, რასაც აქამდე ითხოვენ იგივე მოთხოვნებს აყენებენ და მათ სჭირდებათ საკონსტიტუციო რეფორმა.

ვახო მეგრელიშვილის თქმით, მისი პოზიციაა, რომ პროპორციული არჩევნების ბარიერის დასაწევად საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო. ამისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან მეგობრობასაც საჭიროებად მიიჩნევს.

„ჩვენ ვთამაშობთ ჩვენს თამაშს, ელისაშვილი არ ვიცი ვის თამაშს თამაშობს საკუთარს თუ სხვისას, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს მე რაც მინდა ის უნდა მივიღო. „ - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„უნდა დავშოშმინდეთ და ვეცადოთ ერთმანეთს თავს არ დავესხათ“ - ნიკა მელია ოპოზიციას

✔️„ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს“ - ვოლსკი

✔️თაკო ჩარკვიანი „მოქალაქეებს“: კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ