მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახო მეგრელიშვილი: მელიას დაჭერის გადაწყვეტილებამ პრემიერი დაგვაკარგინა

გირჩის პარტიის წევრი

„ჩვენ ვაფრთხილებდით „ქართულ ოცნებას“, რომ თუ ამ ნაბიჯს გადადგამდა, როგორ განვითარდებოდა ქვეყანაში მოვლენები. როგორც ჩანს მართლა აპირებდნენ მელიას დაჭერას და ამან გამოიწვია ის კრიზისი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის დაგვაკარგინა. შესაბამისად, ჩვენი პროგნოზი ასი პროცენტით ახდა“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახო მეგრელიშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციის მიმართ უფრო სოლიდარულები გახდნენ, რაც მისი წარმატების შანსებს ზრდის.

„თუ ჩემი განცდა სწორია, დღეს ჩვენს მხარეს შემოტრიალდა საერთაშორისო თანამეგობრობა. დღეს ბევრად მეტი შანსი გვაქვს, რომ რაღაც გავაკეთოთ, ვიდრე ადრე“, - აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადადო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა

პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 22 თებერვალს უყრის კენჭს

„ჩვენს მიერ ორგანიზებული, ნებისმიერი ტიპის ესკალაცია და დაძაბულობის კერის შექმნა, ოპოზიციას არ გვაწყობს“ - ხვიჩია