მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვახო სანაიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ვახო სანაიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი, -  ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს მიხეილ სააკაშვილი. 

 

„ვახო სანაიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროში, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი და რაც გამოიხატება მოუთმენლობაში და მცირე უმცირესობის მიერ საზოგადოების უმეტესობის ნაწილის დატერორების მცდელობაში და ამ პატარა აგრესიული ჯგუფების დაგეშვაში ყველაზე ვინც არ ეთანხმება ივანიშვილის პოლიტიკას ქვეყნის გენოციდის და ქართველებისგან დაცლის.

მე საერთოდ არ მიმაჩნია ეს შემთხვევით ფაქტად იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები არის წახალისებული სამთავრობო რიტორიკის და ივანიშვილის პირადი ინსტიქტების მიერ.

ივანიშვილს უნდა საქართველოში ქაოსი და არეულობის შექმნა - ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ!ჩემი სოლიდარობა ვახო სანაიას და წარმატებები მის გაბედულ ჟურნალისტურ საქმიანობაში“, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ინფორმაციისთვის, „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს.

აღნიშნულ ფაქტს, აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას“

👉 „მითხრა, რომ კარგად დამემახსოვრებინა მისი სახე“

👉 „ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია“