მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

დაღუპული პოლიციელების მემორიალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი, გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი, ყვავილებით შეამკეს სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით გარდაცვლილ თანამშრომლების შვილებს და ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ.